არჩილ ჩიქოვანი - 54.1%, გიორგი კირთაძე 30.6% - "ქართული ოცნების"  კვლევის შედეგები ბათუმში

20 სექ 2021

"ქართულმა ოცნებამ" სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კითხვაზე, ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" - 49.2%.

"ნაციონალური მოძრაობა" - 29.8%.

პარტია "საქართველოსთვის" - 4.1%.

"გირჩი-მეტი თავისუფლება" - 2.8%.

"ლელო" - 2.1%

"პატრიოტთა ალიანსი" - 1.9%.

"მესამე ძალა" - 1.2%

"მოქალაქეები" -1.2%

"ლეიბორისტული პარტია" - 1.1%.

"ევროპული საქართველო" - 1.1%

"გირჩი"- 0.6 %.

სხვა - 4.9%.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის შვიდივე კანდიდატი ლიდერობს.

კითხვაზე, ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" - არჩილ ჩიქოვანი - 54.1%.

"ნაციონალური მოძრაობა" - გიორგი კირთაძე 30.6%.

პარტია "საქართველოსთვის" - ირაკლი მიქელაძე - 4.6%.

"გირჩი - მეტი თავისუფლება" - გიორგი ფუტკარაძე - 2.15

"პატრიოტთა ალიანსი" - ბონდო გუგულაძე - 1.9%.

კახაბერ ცისკარიძე - დამოუკიდებელი კანდიდატი - 1.2%

სხვა კანდიდატები - 5.5%.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: „ქართული ოცნება“ 24, „ნაციონალური მოძრაობა“ 10, „საქართველოსთვის“ 1 მანდატი.

კვლევის საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2 690 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 87.9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.