აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

20 სექ 2021

20 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 68 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 208 პირი. 

კლინიკა დატოვა 29-მა მოქალაქემ. ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 17 პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს 570 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში 304, ხოლო ონლაინ კლინიკაში 1406. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 12 503 ტესტი ჩატარდა.