საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი

20 სექ 2021

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3534 პირი.

გასულ დღე-ღამეში  კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 720 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 655 040 აცრა გაკეთდა.

​კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,91 პროცენტს შეადგენს. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,29 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,14 პროცენტი.

გუშინ საქართველოში 12 503 ტესტი ჩატარდა. მათ შორის 6 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 591 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 102, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795 საიდანაც 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.