აქცია გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

19 სექ 2021

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მე-17 ჩიხში მცხოვრებლები გზის რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის გამართვას ითხოვენ. წინასაარჩევნო შეხვედრზე დღეს იქ მესამე ძალისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ.

ისინი ამბობენ, რომ ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მერია ხალხის საჭიროებებს არ იცნობს და მათ პოლიტიკური ნიშნით განასხვავებს.