BIAF-ი დაიწყო

19 სექ 2021

ბათუმში საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ბიაფი" გაიხსნა. კინოფესტივალზე მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმებია წარმოდგენილი.

საერთაშორისო ჟიური  რჩეულებს გამოავლენს. ფილმების ჩვენება კინოდარბაზში კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება.