ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეზე

18 სექ 2021

მოქმედი პრემიერი წინამორბედს უპირისპირდება. ირაკლი ღარიბაშვილი 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებზე პასუხისმგებლობას სრულად გიორგი გახარიას აკისრებს. ამბობს, რომ 20-ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება გუნდისთვის მოულოდნელი იყო.

მოქმედი პრემიერის თქმით,  გახარიას პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი ნდობა გამოუცხადა, თუმცა  მმართველი გუნდს, რომელიც არაერთხელ გადაეფარა, მან უღალატა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ.