ქალთა ფეხბურთი : შვედეთი ვს საქართველო

18 სექ 2021

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები  მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩისთვის ემზადება. გიორგი ჩხაიძის გუნდი "ა" ჯგუფის მთავარ ფავორიტს შვედეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება. ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს ტექნიკურ ბაზაზე გადის. 

გუნდი  მატჩის ჩასატარებლად შვედეთში 20 სექტემბერს გაემგზავრება. შეხვედრა გეტებორგში 21 სექტემბერს, 20:30 საათზე დაიწყება.