17 სექ 2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ დამშვიდებისკენ მიდის
ამირან გამყრელიძის თქმით, შემცირებულია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელიც.
"ეპიდსიტუაცია ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მიდის დამშვიდებისკენ. ამაზე მეტყველებს რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას. პირველ რიგში, ეს არის ახალი შემთხვევების რაოდენობა, აბსოლუტური, ან 100 000 მოსახლეზე გადათვლილი, ეს არის დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი და ბოლო, ყველაზე მძიმე, ეს გახლავთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი", - ამის შესახებ გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.
მისივე თქმით, ადმინისტრირებადი ვაქცინებით პირველ ადგილზე არის „ფაიზერი“, შემდეგ „სინოფარმი“, შემდეგ „სინოვაკი“ და შემდეგ „ასტრაზენეკა“.
''4 ვაქცინა ადმინისტრირდება დღეს ქვეყანაში. ვაქცინაციის დღიური რიცხვის კლება გვაქვს, რაც კარგი არ არის. 30-35% ჯავშნის გარეშე მიდის ასაცრელად, რაც კარგია. კიდევ და კიდევ უნდა გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი. პანდემიის დამთავრების გზა გადის აცრებზე. რაც უფრო სწრაფად ავცრით კრიტიკულ პაციენტებს, მით უფრო მალე შევაჩერებთ პანდემიას“,- განაცხადა გამყრელიძემ.