დეპუტატები ახალ თავმჯდომარეზე

27 ნოე 2016

დავით გაბაიძეს ნდობა ოპოზიციამ არ გამოუცხადა. გაბაიძე ამ თანამდებობაზე მიუღებელია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”. აცხადებენ, რომ გაბაიძე ფორმალური ხელმძღვანელი იქნება. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას”, “დავით თარხან მოურავი პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი კი სხდომას არ ესწრებოდა.