„სუ-25“-ების განახლების პროექტი

16 სექ 2021

სუ-25 ტიპის  მოიერიშე  სრულად აღიჭურვა  რადიოელექტრონული სანავიგაციო სისტემით. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ამ დროისთვის უკვე დასრულებულია 4 ერთეული სუ-25 - ის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება. პარალელურად მიმდინარეობს მი-24 ტიპის შვეულმფრენის რემონტი, რომლის სატესტო ფრენა უახლოეს მომავალში იგეგმება. ქართველი სპეციალისტების მიერ თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების სრულად აღდგენა და გარემონტება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე მდებარე ახალ საწარმოში მიმდინარეობს