იაპონიის საგრანტო დახმარება

16 სექ 2021

იაპონიის მთავრობამ 110 ერთეული დეფიბრილატორი და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფია აჩუქა საქართველოს. სამედიცინო აღჭურვილობა სასწრაფო დახმარების მანქანებში დამონტაჟდება, რაც როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გააუმჯობესებს მატერიალურ-ტექნიკურ  ბაზას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  ხელს შეუწყობს კრიტიკული პაციენტების მდგომარეობის სტაბილიზაციას და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგს კლინიკაში მიყვანდამდე.