ახალი საჯარო სკოლა ფერიაში

15 სექ 2021

სოფელ ფერიაში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლაში ლაბორატორიები, თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცე, სასპორტო და სააქტო დარბაზები განთავსდა. მოეწყო სკოლის ეზო, ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მშენებლობისთვის 3 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა.