14 სექ 2021
რუსეთის პრეზიდენტის შემდეგ თვითიზოლაციაში შესაძლოა სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი გადავიდეს.
გასულ შაბათს პატრიარქი და პრეზიდენტი მემორიალური კომპლექსის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ლიდერი მის გარემოცვაში კოვიდ-19-ის რამდენიმე შემთხვევის გამოვლენის შემდეგ იძულებით თვითიზოლაციაში წავიდა.
მომდევნო დღეებში დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებში ვლადიმერ პუტინი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას.