დავით გაბაიძე მე-4 მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

27 ნოე 2016


აჭარის უმაღლესმა საბჭომ 14 ხმით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩია.დავით გაბაიძის კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო უმაღლესი საბჭოს 5-მა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე თითო დეპუტატმა „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული საქართველოდან“ და „პატრიოტთა ალიანსიდან“.