საარჩევნო სიებში ცვლილებების შეტანის ვადა ამოიწურა

14 სექ 2021

რამდენიმე წუთის წინ ამოიწურა ამომრჩეველთა ერთიან სიებში ცვლილებების შეტანის ვადა. 

სწორედ დღეს 18 საათამდე შეგეძლოთ გადაგემოწმებინათ თქვენი მონაცემები საარჩევნო სიაში და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიგემართათ.