17 სექტემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

13 სექ 2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბრამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში+22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

 

ფოტო: ირინე წუწუნავა