ბათუმში რამდენიმე მუნიციპალური ავტობუსი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

13 სექ 2021

დღეს, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ბარცხანის ხიდისა და გოგოლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ №1; №1ა; №8; №9 და №15 სამარშრუტო ხაზები ძველ გრაფიკს დაუბრუნდა

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.batauto.ge/გრაფიკები.

ლერმონტოვის და ბაგრატიონის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების საფუძველზე დროებით : №1; №6; №7; №7ა; №11; №13 სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტით.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://www.batauto.ge.