მორის ყვითელაშვილის ბრინჯაო საერთაშორისო ტურნირზე

13 სექ 2021

ქართველი მოციგურავის წარმატება იტალიაში. ქალაქ ბერგამოში გამართულ  საერთაშორისო ტურნირზე მორის ყვითელაშვილმა ახალ სეზონზე ახალი პროგრამები წარმოადგინა და 17  ქვეყნის 23 მონაწილე მამაკაცს  შორის  ბრინჯაოს  მედალი დაიმსახურა.

ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში 3 ოთხმაგი ნახტომი  შეასრულა და ტურნირის  ამ ნაწილში მეორე  პოზიციაზე  აღმოჩნდა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში   მესამე  ადგილის მფლობელი გახდა.