ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში კარლსრუეს ტურნირის გამარჯვებულია

12 სექ 2021

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში კარლსრუეს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

ფინალურ შეხვედრაში ეკატერინე გორგოძეს და რუმინელი ირინა ბარას წყვილმა პირველი სეტი 6:3 დაამარცხა პოლონელი პიტერსი და ეგვიპტელი შერიფის წყვილი.

მეორე სეტში გამარჯვება ეგვიპტელს და პოლონელს დარჩათ ანგარიშით 2:6. გადამწყვეტ პერტია გორგოძემ და ბარამ 10:7 მოიგეს და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.

ფინალური მატჩი 1 საათი და 27 წუთი მიმდინარეობდა.