გიორგი შერმადინი „რეალთან“ საუკეთესო იყო

12 სექ 2021

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალებით გაიხსნა ახალი საკალათბურთო სეზონი  ესპანეთში, სადაც   გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ მადრიდის რეალს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

გიორგი შერმადინმა 25 წუთში 21 ქულა ჩააგდო, მან  8-დან 7 ორქულიანი, 9-დან 7 საჯარიმოს ზუსტად შესრულება შეძლო. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა და 1 დაფარება იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.