საქართველოში „სინოფარმის’’ ვაქცინის 100 000 დოზა შემოვიდა

12 სექ 2021

''სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა უვე საქართველოშია. ვაქცინა ქვეყანამ წითელი ჯვრისგან მიიღო საჩუქრად. ''სინოფარმით“ აცრა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება.

აცრის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა. ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია.