ჯო ბაიდენი 9/11-ის 20 წლისთავზე

11 სექ 2021

''რა დროც არ უნდა გავიდეს, მისი გახსენება ყველაფერს მტკივნეულად აბრუნებს, თითქოს წამების წინ შევიტყვეთ ეს ამბავი“ - ასე იხსენებს ჯო ბაიდენი 11 სექტემბრის ტერაქტს.

აშშ-ის პრეზიდენტმა  თარიღის 20 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოში ამერიკელებს  ერთიანობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და თქვა, რომ ერთიანობა აშშ-ის უდიდეს ძალად რჩება.