თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

11 სექ 2021

უფლისციხეში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით იგეგმება ინფრასტრუქტურის სრული განახლება.

რისთვისაც 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა. თავდაცვის  მინისტრმა  ახლადგარემონტებული ყაზარმა დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა და ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.