ამერიკის ღია პირველობის ფინალში ჯოკოვიჩი და მედვედევი გავიდნენ

11 სექ 2021

ამერიკის ღია პირველობის ფინალში მამაკაცთა თანრიგში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რუსი დანილ მედვედევი გავიდა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი 34 წლის ჯოკოვიჩი ნახევარფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა და 5 სეტში ანგარიშით 4:6, 6:2 , 6:4, 4:6, 6:2 მოუგო.

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა მედვედევმა კი კანადელი ოჟე ალიასიმეს ბარიერი 3 სეტში 6:4, 7:5, 6:2 დაძლია.
ფინალური შეხვედრა 13 სექტემბერს 00:00 საათზეა ჩანიშნული.

ჯოკოვიჩის და მედვედევის ბოლო 5 დაპირისპირებიდან 2 სერბმა მოიგო, ხოლო 3 მედვედევის გამარჯვებით დასრულდა.

ქალთა ერთეულთა თანრიგში კი ტიტულისთვის ორი თინეიჯერი 18 წლის ბრიტანელი ემა რადუკანუ და 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდესი იბრძოლებენ. ეს შეხვედრა 12 სექტემბერს 00:00 საათზეა ჩანიშნული.