მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით გაბაიძეა

27 ნოე 2016

უმაღლეს  საბჭოში  21  დეპუტატია აქედან  “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” -  14 დეპუტატითაა წარმოდგენილი, 5 მანდატი აქვს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას'',  1 დეპუტატიტაა წარმოდგენილი ''ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა''  და  ასევე  ერთი  მანდატი  აქვს  ''დავით თარხან მოურავი - პატრიოტთა ალიანსს''.  რაც შეეხება მაჟორიტარებს 6 მაჟორიტარია და 6-ვე “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” კვოტით. იმისთვის, რომ დეპუტატის მანდატი მოეპოვებინათ  მათ  არჩევნების ორი ტური დასჭირდათ. დღეს დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიცე სპიკერი და კომისიების თავმჯდომარეები უნდა აირჩიონ. ასევე დაკომპლექტდება ფრაქციებიც.