ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში მუნიციპალურ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გააგზავნოს - მარინა კალიურანდი

10 სექ 2021

ევროპარლამენტი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გააგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „ტვიტერზე" გაავრცელა.

„შესანიშნავი ახალი ამბავი – ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებზე საარჩევნო სადამკვირვებლო მისია გააგზავნოს“, – წერს ევროპარლამენტარი.