პოლიტიკური დაპირისპირება მიღწეულ დემოკრატიულ პროგრესს საფრთხეს უქმნის - NDI

09 სექ 2021

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებით, "პოლიტიკური დაპირისპირება, რომელმაც ქართული პოლიტიკა სრულად მოიცვა, 30 წლის განმავლობაში მიღწეულ დემოკრატიულ პროგრესს საფრთხეს უქმნის". NDI-ის მიერ გავრცელებულ კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ პარტიებს მოქალაქეთა საჭიროებებზე ფოკუსირებითა და დემოკრატიული პრინციპების დაცვით არჩევნების მიმართ ნდობის განმტკიცება შეუძლიათ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ონლაინშეხვედრები გამართა. არჩევნების დღემდე  დაახლოებით სამი კვირით ადრე  NDI-ს  აქვს რეკომენდაციები. მათ შორისაა ის, რომ ყველა პარტიის მხარდამჭერმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ძალადობისა და დაშინებისგან. პოლიტიკურმა პარტიებმა დროულად უნდა შემოიღონ და გამოიყენონ შიდა სანქციები მათთვის, ვინც ამ პრინციპებს დაარღვევს.