ლილოში მუშა ნანგრევებში მოყვა და ადგილზე დაიღუპა

09 სექ 2021

ლილოს დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ სამშენებლო სამუშაოების დროს ბეტონის ფილები ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

არსებული ინფორმაციით, იგი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.