უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა

07 სექ 2021

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილს 2007-2008 წლებში წვრთნების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლემ თავდაპირველად დავით კეზერაშვილს 10 წელი მიუსაჯა, შემდეგ კი ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. 

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმე 6 წლის წინ აღიძრა. პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა. საქმეზე სასამართლო წარმოება რამდენიმე დღის წინ განახლდა.