უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა

07 სექ 2021

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები - უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტს წარუდგინა. 

ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, მოქმედი კანონით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ვალდებულია ყოველი წლის 1 აპრილს უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, თუმცა რეალურად ეს ანგარიში არასრულყოფილია გარე აუდიტის ანგარიშის გარეშე, რაც კანონით განსაზღვრული ვადის შეცვლას საჭიროებს.

კანონპროექტის თანახმად, ანგარიშის წარდგენის ვადა გადაიწევს ერთი თვით - 1 მაისამდე.