მწვერვალ უშბაზე ორ უცხოელ ალპინისტს ეძებენ

07 სექ 2021

სვანეთში დაკარგულ მამა-შვილს ეძებენ. მწვერვალ უშბაზე ლაშქრობისას ალპინისტები 28 აგვისტოს შემდეგ არ გამოჩენილან.

ისინი სავარაუდოდ, მოლდოვის მოქალაქეები არიან.

დაკარგული ტურისტების ძებნის ოპერაციაში მაშველები ჩაერთვნენ. 

უამინდობის გამო, მწვერვალზე სამძებრო ღონისძიებები გართულებულია.