07 სექ 2021
პროფესიული კოლეჯების პედაგოგთა და თანამშრომელთა 53% ვაქცინირებულია - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ტექნიკური უნივერსიტეტის ვაქცინაციის ცენტრში პროფესიული კოლეჯების პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესს მინისტრის მოადგილე დაესწრო. მან პედაგოგებს მადლობა გადაუხადა მაღალი აქტიურობისთვის და აღნიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს შექმნა თითოეული მათგანის პასუხისმგებლობაა.