ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორზე ავიაიერიში მიიტანეს

07 სექ 2021

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორზე ავიაიერიში მიიტანეს. ოფიციალური თელ-ავივის განცხადებით, საჰაერო შეტევა ღაზიდან ცეცხლის გამჩენი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა.

ისრაელის ძალებმა რაკეტები "ჰამასის" რაკეტების საწარმოსა და საწვრთნელი ბანაკის მიმართულებით ისროლეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.