აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი

06 სექ 2021

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები უკვე იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან. მათ მოინახულეს  წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრიც.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.