არგენტინა-ბრაზილიის მატჩის მიმდინარეობისას პოლიციამ არგენტინელი ფეხბურთელები მოედნიდან გააძევა

05 სექ 2021

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამხრეთ ამერიკის ზონის შეხვედრა ბრაზილია არგენტინა მოედანზე პოლიციის შესვლის გამო შეჩერდა.

მატჩი სან პაულოში იმართებოდა და პოლიციის შეხვედრის მიმდინარეობისას მე-8 წუთზე შესვლის მიზეზი არგენტინელი ფეხბურთელების კოვიდ პროტოკოლის დარღვევაა.

ბრაზილიის ჯანდაცვის და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა მოედნიდან არგენტინელი ფეხბურთელების გაძევება მოითხოვს.

მათი ინფორმაციით 4 არგენტინელმა რომერომ, მარტინესმა, ლო სელსომ და ბუენდიამ არ გაიარეს კარანტინის წესები ამიტომ თამაშის უფლება არ ჰქონდათ. ამ დროისათვის უცნობია როდის განახლდება მატჩი.