საგანგებო მდგომარეობა თბილისის აეროპორტი

05 სექ 2021

Georgian Airways​-ის თვითმფრინავი, რომელსაც თბილისიდან ვენის მიმართულებით ფრენის დროს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისში უსაფრთხოდ დაჯდა. როგორც ირკვევა, პრობლემა შასის გაუმართაობა გახდა, რის გამოც პილოტმა უკან მობრუნება გადაწყვიტა.

თვითმფრინავი თბილისის ცაზე 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა, და  საწვავის დაცლას ცდილობდა. სპეციალისტების თქმით, ეს აუცილებელია, რათა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვას.  ბორტზე მყოფმა ყველა მგზავრმა თვითმფრინავი დატოვა და ისინი  ახლა უსაფრთხოდ არიან.