ლუიზიანაში ქარიშხალ „იდას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

05 სექ 2021

ლუიზიანაში ქარიშხალ „იდას“ შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით სტიქიით დაზარალებულ რეგიონში მომავალ კვირას, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა.

შტატში  718  ათას 500 ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ცნობისთვის, ქარიშხალი „იდა“ ქარიშხალ „კატრინას“ 16 წლისთავზე გამოჩნდა, რომელმაც მაშინ 1800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.