სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

05 სექ 2021

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. შემოდგომის სუპერტურნირი 12 სექტემბერს ტოკიოში დაიწყება.

ლევან გორგაძე განახლებულ რეიტინგში ისევ მე-12 მაეგაშირაა, თუმცა ამჯერად აღმოსავლეთის ნაცვლად დასავლეთის მე-12 მაეგაშირა იქნება.

33 წლის ქართველისთვის პროგრამა მინიმუმი ელიტარულ დივიზიონში დარჩა იქნება. ტურნირზე ორი იოკუძუნა ჰაკუჰო და ტერანოფუჯი იქნება.

ასევე მონაწილეობას მიიღებს შოდაი და ტაკაკეიშო. ბრძოლები ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიგანის" სასახლეში გაიმართება.