კიდევ ერთი ახალი მეწყრული კერა ხელვაჩაურში

04 სექ 2021

კიდევ ერთი მეწყრული კერა გააქტიურდა სოფელ ზედა  კირნათში. მიწის მასა გაბიტაძეების საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა და 5 წევრიანი ოჯახი თავს ახლა ახლობლებს აფარებს, მათივე ინფორმაციით სახლის დატოვების რეკომენდაცია გეოლოგებისგან მიიღეს. ამავე სოფელში დაიმეწყრა საავტომობილო გზა, თუმცა ამ დროისთვის ტერიტორია გაწმენდილია და გადაადგილებაც შესაძლებელი. 4 დამეწყრილი სოფლის  მიმართულებით კი გზის გასაწმენდად  15 - მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს. როგორც საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ დღის ბოლომდე კიბეს მიმართულებითაც აღდგება საავტომობილო მოძრაობა. ცნობისთვის სოფელ კიბეში მეწყერი გუშინ განვითარდა რის შედეგადაც  2 ოჯახი მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი.  ორ დღიანი უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურის 5 სოფელში 60-მდე მეწყრული კერა დაფიქსირდა. თვითმმართველობას დასახმარებლად 22-მა ოჯახმა მიმართა, ისინი ტერიტორიების გეოლოგიურ შესწავლას და უსაფრთხო ადგილზე გადასვლას ითხოვენ.  მერიაში განმარტავენ, რომ  სტიქის შემსწვალელი კომისია დაზარალებულებს სწავლობს და გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე გადაწყდება თუ რა სახის დახმარება გაეწევა ოჯახებს.