სალომე ზურაბიშვილი ქალ ლიდერთა ერთობლივ მოწოდებას შეუერთდა

04 სექ 2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ქალ ლიდერთა ერთობლივ მოწოდებას ავღანეთში ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვისა და გაძლიერების შესახებ. მოწოდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სლოვაკეთის პრეზიდენტის, და ისლანდიის პრემიერ-მინისტრის, ინიციატივაა. მოწოდებაში წერია, რომ დიდი ყურადღებაა გასამახვილებელი  იმ ადამიანების მდგომარეობასა და უფლებებზე, ვინც ამჟამად ავღანეთში ყველაზე დაუცველია.