კოვიდ-სიკვდილიანობის ახალი რეკორდი

03 სექ 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონა ვირუსის 3034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ლეტალობის ყველაზე მაღალი 86 შემთხვევა დაფიქისირდა. ამ ფონზე კი ორივე დოზით სრულად ვაქცინირებული მხოლოდ 437 ათას 94 მოქალაქეა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15 პროცენტს შეადგენს. ჯანდაცვის მინისტრი კი ვარაუდობს, რომ თუ ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი არ გაიზარდა, ლეტალობის მაჩვენებელი ქვეყანაში არ შემცირდება.