სახურავახდილი და დატბორილი სახლები

03 სექ 2021

რთული სიტუაციია ქობულეთში. ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური, რუსთაველის ქუჩა გადაკეტილია და მოძრაობა შეჩერებულია. ცენტრალურ გზაზე მდინარე აჭყვა გადმოვიდა. ძლიერ წვიმას ქარბორბალაც დაემატა, რომელმაც სახლებს სახურავები გადახადა,  მოგლიჯა ხეები, ერთ-ერთი კი ავტომობილს დაეცა.