ქარბორბალა, წყალდიდობა და მეწყერი ქობულეთში

03 სექ 2021

სტიქიის ზონაა ქობულეთშიც. აქ რამდენიმე წუთის წინ ქარბორბალა იყო, რომელმაც სახლებს სახურავები გადახადა. დატბორილია ქუჩები, სახლები და დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.   

მოსახლეობის ინფორმაციით, ადიდებული მდინარე აჭყვა-გელაურის დასახლებაში   ეზოებში შევიდა. სოფლებში განვითარდა მეწყრული პროცესები.    

ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა ნაწილ სოფლებში აღდგენილია.