ვაქცინაციის მოძრავი ცენტრი

03 სექ 2021

უამინდობის მიუხედავად ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე  სამგზავრო ავტობუსში განთავსებულ ვაქცინაციის ცენტრში მოქალაქეების რიგია.

მოსახლეობას  ფაიზერისა  და სინოვაკის ვაქცინით  შეუძლიათ აცრა. როგორც პირველი, ისე მეორე დოზით. 

ხოლო სინოფარმით ვაქცინა მეორე დოზითაა შესაძლებელი. ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.