საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

03 სექ 2021

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.