ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის მეორე ეტაპი მარტივად დაძლია

02 სექ 2021

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის მეორე ეტაპი მარტივად დაძლია. ბასილაშვილის მეტოქე 24 წლის ამერიკელი მაქსიმ ქრეისი იყო, რომელიც სამ სეტში 7-6, 6-3 ,7-5 დაამარცხა.

მსოფლიოს 39-ე ქართველი ჩოგანი მეთექვსმეტედფინალში 24 წლის ამერიკელ რეილი ოპელკას დაუპირისპირდება. ამერიკელი ამ დროისათვის მსოფლიოს 24-ე ჩოგანია.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ბასილაშვილის და ოპელკას საჩოგბურთო მატჩი ხვალ 3 სექტემბერს 19:00 საათზეა ჩანიშნული.