მთიან აჭარაში დღეს 60 მეწყერი გააქტიურდა

02 სექ 2021

ძლიერი წვიმის გამო ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები 12 სოფლის მიმართულებით გააქტიურდა.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის მასა 60 -მდე ლოკაციაზე ჩამოწვა. მერიაში არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე ოჯახის განსახლება გახდეს საჭირო.   ნალექმა დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძებიც, რის გამოც სოფელ თხილნარსა და მიმდებარე დასახლებებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.  მეწყრული პრცესები გააქტიურდა ქედაშიც.