81 კოვიდ-გარდაცვლილი, ერთი - 20 წლის იყო

02 სექ 2021

გარდაცვალების გაახალგაზრდავებული მაჩვენებელი.მედიკოსებმა დღეს ვერ შეძლეს 20 წლის ქალის გადარჩენა. პაციენტი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქედის მუნიციპალიტეტიდან გადაიყვანა. ბოლო დღე-ღამეში კი ვირუსმა სულ  81 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სპეციალისტების ინფორმაციით, ქვეყანა მეოთხე ტალღის დაღმავალ გზაზე იმყოფება.