ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე ხანძარია

02 სექ 2021

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.

შენობაში  დაკვამლიანებაა. მოქალაქეების ნაწილმა საცხოვრებელი სახლი უკვე დატოვა. 

შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა მუშაობს, აქვე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. 

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მემედ აბაშიძის ქუჩაზე აბონენტებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

განახლება: 16:55 საათი  - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.