ვაქცინაციის ახალი მოძრავი პუნქტები

02 სექ 2021

დღეიდან აცრის მსურველებს  სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღება  თბილისში დამატებით 6  სამგზავრო ავტობუსში შეეძლებათ.  წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო. 

პროექტი "ავიცრათ ერთმანეთისთვის” ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის  ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება.